5,4 და 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ იტალიაში ღამით დაფიქსირდა, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ვიდეოზე სან-სალვატორეს ეკლესიის ნგრევის კადრებია აღბეჭდილი.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში სეისმური აქტივობა ოთხშაბათს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება — 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისქვეშა ბიძგები იტალიის დროით 10:21 საათზე კიდევ დარეგისტრირდა.
5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაჩერატის პროვინციაში ოთხშაბათს, საღამოს, იტალიის დროით 19:11 საათზე მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარიდან უმოკლეს დროში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, სხეულის დაზიანებები 10-მა ადამიანმა მიიღო, ასევე გავრცელდა ინფორმაცია რიგ დასახლებულ პუნქტებში შენობა-ნაგებობების ნგრევის შესახებ. მიწისქვეშა ბიძგები ერთბაშად რამდენიმე ოლქში — უმბრინში, ლაციოში, მარკესა და აბრუცოში დაფიქსირდა.
დაღუპულთა და სერიოზულად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, განაცხადა მაჩერატის პროვინციის კარაბინერთა კორპუსის უფროსმა სტეფანო დი იულიომ.