ბასილაშვილი ავსტრიაში АТР-ს ტურნირს გამოეთიშა

© сайт турнира АТРნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვს მანამდეც შეხვედრია და ყოველ ჯერზე გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს რჩებოდა. თუმცა, ამჯერად ქართველ პირველ ჩოგანს არ გაუმართლა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩანოვთან ორ სეტში წააგო (2:6, 5:7) და АТР 500 სერიის Erste Bank Open-ის ტურნირზე ვენაში თავისი გამოსვლა დაასრულა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ჩოგბურთელმა ბასილაშვილმა ვენაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ბასილაშვილმა მანამდე ჩეხ ტომაშ ბერდიხს, მსოფლიოს მეათე ჩოგანს მოუგო და ბევრი სპეციალისტი მერვედფინალში ბასილაშვილის გამარჯვებას პროგნოზირებდა, მით უმეტეს, რომ მეტოქეები მანამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ქართველმა ჩოგანმა მოიპოვა.

ხაჩანოვმა მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი შეძლო და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, სადაც ხორვატ ივო კარლოვიჩს შეხვდება.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მან ვენაში გამოსვლით 45 სარეიტინგო ქულა მიიღო და თავისი საბანკო ანგარიში 25 335 ევროთი შეავსო.

ტურნირი ავსტრიაში 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0