ზემო ლარსი დღეს: მოძრაობა სატვირთო მანქანებისთვის აკრძალულია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტი
ყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და დიდი ავტობუსების მოძრაობა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თოვლი თბილისის გარეუბანში - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში პირველი თოვლი მოვიდა

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო ორ ან მეტხიდიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.

ყველა ახალი ამბავი
0