უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ძალოვანი დაინიშნა

გამოწერა
ორშაბათს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, დღეს კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ვინაობა გახდა ცნობილი.

თბილისი, 26 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ალექსი ბარბაქაძის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ალექსი ბარბაქაძე დაიბადა 1966 წლის 7 იანვარს, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რის  შემდეგაც სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო.  1991 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში, მათ შორის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში.

ბარბაქაძე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ  სამხედრო მოქმედებებში. 2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველია. ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად ალპინისტი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალპინისტი დავით რაქვიაშვილი დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირინე იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — უმაღლესი მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყება დაკავებულია საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის საკითხებითა და თავდაცვის სისტემის ორგანიზებით. უშიშროების საბჭო უფლებამოსილია, გამოაცხადოს ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობა.


ყველა ახალი ამბავი
0