საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად ალპინისტი დაინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალპინისტი დავით რაქვიაშვილი წარადგინა.

ლევან ბოძაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს დროებითი მდივანი დანიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირინე იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

„ჩემთვის ეს დიდი პატივია. ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ეს კარგად მესმის“, — განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — უმაღლესი მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყება დაკავებულია საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის საკითხებითა და თავდაცვის სისტემის ორგანიზებით. უშიშროების საბჭო უფლებამოსილია, გამოაცხადოს ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0