საქართველოს პრემიერი ცვლილებებს მთავრობაში არ გამორიცხავს

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შესაძლებელია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალ მთავრობაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება, შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა. ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში (73-დან 50-ში), სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო, მეორე ტური დაინიშნა.

„არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება.
„გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, — აღნიშნა მან.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ (პროპორციული სისტემით), ხოლო 73 დეპუტატს ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით).
8 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად გაირკვა პარტიებს შორის მანდატების განაწილება: მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ — 48,68% (44 მანდატი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,11% (27 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ – 5,01% (6 მანდატი).

ყველა ახალი ამბავი
0