თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გამოდის, თავის გუნდთან ერთად ახალი სეზონის პირველი მატჩი წააგო, აღნიშნულია NBA-ს ვებ-გვერდზე.
„უორიორზი“ „სან-ანტონიოსთან“ ანგარიშით 100:129 დამარცხდა. ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და 20 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა კალათბურთელმა სულ ორი ქულა ჩააგდო, ასევე მის ანგარიშზეა სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.
შემდეგ შეხვედრას „უორიორზი“ „ნიუ-ორლეანის“ წინააღმდეგ 29 ოქტომბერს გამართავს.
ფაჩულია „უორიორზში“ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა. გარიგების თანხა დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენდა. შეთანხმება 32 წლის ქართველ კალათბირთელსა და NBA-ს გასული სეზონის ფინალისტს შორის ერთ წელიწადზეა გათვლილი.