ცხრა წელი პატიმრობა მოპარული ტელეფონისთვის - რუსთავის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

გამოწერა
ტელეფონის წართმევისა და ადამიანის მოკვლის მცდელობისთვის ბრალდებულს ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ამირან ზაგაიძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახური.

პოლიცია - Sputnik საქართველო
8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა 30 ლარის გამო — გურიაში მოხუცი გაძარცვეს

მიმდინარე წლის თებერვალში ამირან ზაგაიძემ რუსთავში, ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში გიორგი მუჯრიშვილს მობილური ტელეფონი წაართვა და მუცლის არეში რამდენჯერმე დანა დაარტყა.

პოლიციელებმა ზაგაიძე შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ სოფელ კაკაბეთში დააკავეს. გამომძიებლებმა გამოარკვიეს, რომ ის ადრე ნასამართლევი იყო.

ზაგაიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის ორი მუხლით: „მკვლელობის მცდელობა“ და „სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის“.

ყველა ახალი ამბავი
0