„თბილისი-მარათონი“: გარბენში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

გამოწერა

საქველმოქმედო მარათონში დაახლოებით 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

თბილისში გამართულ საქველმოქმედო მარათონში ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. - Sputnik საქართველო
„თბილისი-მარათონმა“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა

საქველმოქმედო მარათონში, რომელიც თბილისში მეხუთედ გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.

წლევანდელი „თბილისი-მარათონი“, ტრადიციულად, სხვადასხვა დისტანციაზე ჩატარდა და გულისხმობდა ნახევარმარათონს (21 კმ), 10-კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს.

ყოველ წელს სოციალური პროექტი „თბილისი-მარათონი“ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მასში ყოველთვის მონაწილეობენ საქართველოს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს–სექტორების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0