საქველმოქმედო მარათონში, რომელიც თბილისში კვირას გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალა.
„თბილისი-მარათონში“ ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო მარათონი საქართველოში მეხუთედ ჩატარდა. ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
აქციამ სხვადასხვა ქვეყნისა და პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა.

"თბილისი-მარათონში" ზღაპრის გმირებიც მონაწილეობდნენ.

მარათონის მონაწილეებს 21 კილომეტრი დისტანციის დაძლევა მოუხდათ.

ასევე შესაძლებელი იყო მოკლე დისტანციაზე - 10 კმ- გარბენა.

საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობაზე დროებით შეზღუდვა დაწესდა.

საქველმოქმედო მარათონში ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"თბილისი-მარათონის" ყველა მონაწილეს ფინიშთან სამახსოვრო მედლები გადაეცათ.

მარათონის კანადელი მონაწილე სამახსოვრო მედლის მიღებით სიხარულს ვერ მალავს.

"თბილისი-მარათონმა" სხვადასხვა ასაკის ადამიანები გააერთიანა.

9/11
© photo: Sputnik / Anna Yarovikova
"თბილისი-მარათონის" ყველა მონაწილეს ფინიშთან სამახსოვრო მედლები გადაეცათ.

მარათონის ერთ-ერთი მონაწილე - ყოფილი სამხედრო ალიკ გითოლენდია, რომელმაც ავღანეთში ISAF-ის მისიაში ყოფნისას მძიმე ტრამვა მიიღო.

სელფი არც მარათონის მონაწილეებს დავიწყებიათ...
