საყოველთაო ნათლობისთვის ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო

გამოწერა
2008 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებელი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 46-ე საყოველთაო ნათლობისთვის ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულები გახდებიან.
საქართველოს საპატრიარქოში მშობლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 12:00-დან 16:00 საათამდე, ნათქვამია „პატრიარქის ნათლულების“ „ფეისბუქის“ გვერდზე.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: მშობლებმა თავისი შვილები ხატით უნდა დალოცონ

მშობლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ჯვრისწერისა და ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის, ბავშვების დაბადებისა და უფროსი შვილების ნათლობის მოწმობების ასლები, მოსანათლი ბავშვის ორი ფოტო (დისკით) და ოჯახის ერთი ფოტო (დისკით).

საქართველოში ბავშვების მასობრივი ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. ამ დღიდან მოყოლებული კათოლიკოს-პატრიარქი იმ ოჯახების მესამე და მომდევნო ბავშვებს ნათლავს, რომელთა მშობლებმაც ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამ დროისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული 29 698 ბავშვია.

ყველა ახალი ამბავი
0