ილია მეორე: მშობლებმა თავისი შვილები ხატით უნდა დალოცონ

გამოწერა
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხატის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფლის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ეს არის ხატი და ხატის ძალა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს თავიანთი შვილების ხატით დალოცვისკენ მოუწოდა. 

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხატის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფლის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული ეს არის ხატი და ხატის ძალა.

„დიდ ხარ შენ უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენი. ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ჰქმნა უფალმა ამ ქვეყნად, ეს არის ხატის ძალა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფენ ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მესამე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება, იმ პირველი ხატისა, ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. ხატს ეძლევა კურთხევის შემდეგ დიდი ძალა, და აი ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავისი შვილები, უნდა დალოცონ ხატით, ეს ხატი იქნება მუდამ მფარველი ძალა ამ შვილისა“,- ბრძანა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სათნოებისკენ, შვილების სიყვარულისკენ და უპოვართა დახმარებისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0