საქართველოში Facebook-პარტია გაჩნდა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი
სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია "გირჩი" პოლიტიკური გაერთიანების კლასიკურ სტრუქტურაზე უარს აცხადებს და ხალხის გაერთიანებას სოციალური ქსელების მეშვეობით გეგმავს.

თბილისი, 25 ოქტომბერი– Sputnik. ქართულ ოპოზიციურ პარტიაში "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი" ოფისებზე უარის თქმა და Facebook-პარტიის რეჟიმში გადასვლა გადაწყვიტეს. "გირჩი" საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდნენ. სხვა პარტიებისგან "გირჩი" კრეატიული რეკლამით და უჩვეულლო ინიციატივებით გამოირჩევა. 

"ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით.  ამიტომ ვაპირებთ „გირჩი“ ვაქციოთ პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს. არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public", — ნათქვამია განცხადებაში

ჩვენ უარს ვამბობთ პოლიტიკოსების დაყოფაზე მტრებად და მეგობრებად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან თუ მათი ქმედება, წაადგება ქვეყანას, ნათქვამია განცხადებაში. ახალი ფორმატის პარტიის სლოგანია- "მეტითავისუფლება". 

ჩვენ გვჯერა, რომ „თავისუფლება“, ზოგადად, არის საწინდარი ადამიანის ბედნიერების, განვითარებისა და კეთილდღეობის. თავისუფლება არის საზოგადოების კონკრეტული პრობლემებიდან — ეკონომიკური, უსაფრთხოების და ქვეყნის მთლიანობის, გაჭირვებისა და ა.შ. ერთადერთი გამოსავალი, აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური ცენტრი გირჩი - Sputnik საქართველო
ვან დამის ტრიუკი „გირჩის“ შესრულებით

ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში, ხაზს უსვამენ პარტიაში.    

პოლიტიკური პარტია "გირჩი" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა. თავდაპირველად ის პაატა ბურჭულაძის ბლოკის "სახელმწიფო ხალხისათვის" შემადგენლობაში პარლამენტში მოხვედრას აპირებდა, თუმცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ფინანსური უთანხმოების გამო "გირჩმა" ბლოკი დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0