თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა გაეკეთებინა ვიდეოს პაროდია, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავი ჟან-კლოდ ვან დამი ორი სატვირთოს სახურავზე შპაგატში ჯდება.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ვან დამი მანქანების ცნობილ კომპანიას უკეთებდა რეკლამას, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში ავტომობილები „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ლოგოტიპებითაა მოხატული, უკანა ფონზე კი თითქოს ზეციდან ეშვება „გირჩის“ ლოგოტიპი.