საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახური უფრო ეფექტური გახდება

© Facebook / photo: courtesy of Giorgi Kvirikashvili112-ის ახალი ცენტრი რუსთავში
112-ის ახალი ცენტრი რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მეორე ცენტრი გაიხსნა, რომელიც სასწრაფო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების მუშაობას კოორდინირებას გაუწევს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად რუსთავში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ახალი ალტერნატიული ცენტრი „112“ გახსნა.

„112“-ის სამსახური კოორდინირებას უწევს სასწრაფო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების მუშაობას. ცენტრი აქამდე მხოლოდ თბილისში იყო. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ორი ცენტრის უწყვეტ რეჟიმში ერთდროული მუშაობა სამსახურს უფრო ეფექტურს გახდის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი არის ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სამსახური, რომელიც გადაუდებელი შემთხვევების შესახებ პირველი იღებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეებისგან. ჩვენ ვიცით, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ყველა წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება“, — განაცხადა პრემიერმა.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
პირველადი დახმარების გამოძახება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსთავის „112“-ის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს სპეციალური სასწავლო ცენტრი, რომელიც „112“-ის სამსახურის თანამშრომლებს გადაამზადებს.

კვირიკაშვილმა და მღებრიშვილმა დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალი ცენტრი, სადაც 175 ადამიანი დასაქმდება. მათ ცენტრის თანამშრომლებს ამ რთულ და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებაში წარმატებები უსურვეს.

ყველა ახალი ამბავი
0