„კრწანისის“ სასწავლო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

© FB / National Center for Forensic Science. L. Samkharauliსამხარაულის ექსპერტიზის ბიურო
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას, ღამით „კრწანისის“ ცენტრს თავს დაესხა სამი ადამიანი. ერთი თავდამსხმელი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, იდენტიფიცირებულია. დანარჩენმა ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. იდენტიფიცირებულია მოკლული, რომელიც თავს დაესხა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისს“. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
„კრწანისის“ ცენტრში უცხო პირები შეჭრას ცდილობდნენ. გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი

ოფიციალური მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. მას შემდეგ, რაც გუშაგის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა, ორმა მათგანმა კი გაქცევა მოახერხა.

ამჟამად გამოძიება ადგენს, ჰქონდა თუ არა შენგელიას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურებთან და რატომ შეიჭრა ის ცენტრის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფანარი.
დაღუპულს თან არ ჰქონდა დოკუმენტები, ამის გამო მისი ამოცნობა გაჭიანურდა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ცენტრის ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0