ექსპერტი „კრწანისის“ სამხედრო ცენტრზე თავდასხმას გმობს

გამოწერა
კვირას, ღამით სამი ადამიანი თავს დაესხა „კრწანისის“ ცენტრს, სადაც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისზე“ თავდასხმა დაუშვებელია, თუმცა, აუცილებელია ასევე გუშაგის ქმედებების პროპორციულობის შესწავლა, რომელმაც ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა, მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე.

ოფიციალური მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. მას შემდეგ, რაც გუშაგის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, მოხდა ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია, ორმა კი გაქცევა მოახერხა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო - Sputnik საქართველო
„კრწანისის“ სასწავლო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

„დაუშვებელია სამხედრო ობიექტზე შეჭრა, განსაკუთრებით, ისეთ დაცულ ობიექტზე, როგორიც არის კრწანისის სასწავლო ცენტრი, თუმცა, ასევე პროპორციული უნდა იყოს ობიექტის დაცვის წევრების მოქმედება“, — განაცხადა ხარშილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უფრო ნათელი სურათის შესაქმნელად საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, აღნიშნა ექსპერტმა.

„ეს არის ყველაზე მსხვილი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, რომელიც ამერიკელების დახმარებით გაიხსნა… ასე რომ, ცოტა ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს“, — განაცხადა ხარშილაძემ.

„კრწანისის“ ცენტრის ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოში აშშ-ის ელჩი „კრწანისზე“ თავდასხმას შემაშფოთებელ ფაქტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამერიკის ხელისუფლება ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
„კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს საწვრთნელ ცენტრს აშენებენ

იდენტიფიცირებულია მოკლული თავდამსხმელი. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია აღმოჩნდა. ამჟამად გამოძიება ადგენს, ჰქონდა თუ არა შენგელიას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურებთან და რატომ შეიჭრა ის ცენტრის ტერიტორიაზე. შენგელიას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში იპოვეს. ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი, ფანარი, მობილური ტელეფონი, AK-74-ის ავტომატის ხუთი მასრა და სხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0