კანკავამ სეზონზე პირველი მატჩი ჩაატარა

ჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, კანკავამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

თბილისი, 23 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, რომელიც „რეიმსში“ თამაშობს, ამ სეზონზე ოფიციალურ მატჩში პირველად გამოვიდა მოედანზე. ეს მოხდა „რეიმსის“ გასვლით მატჩზე „ლანსთან“. კანკავამ შეხვედრის 90 წუთი მოედანზე დაჰყო, მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. 

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვაისი: კანკავა მოლდოვას წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება

ქართველ ნახევარმცველს რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 

სწორედ ამ მიზეზით მან  საფრანგეთის ჩემპიონატის თითქმის მესამედი გამოტოვა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატი 2018-ის შესარჩევ სამ მატჩში (ავსტრიის, ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ).

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ კანკავა საქართველო-მოლდოვას მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კანკავამ 61 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლია.


ყველა ახალი ამბავი
0