ერაყში ალკოჰოლური პროდუქცია აკრძალეს

© photo: Sputnik / Igor Mikhaliov / გადასვლა მედიაბანკშიბაღდადი
ბაღდადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ერაყში ალკოჰოლური სასმელები რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების დასახლების ადგილებში იყიდებოდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ერაყის პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება, შემოტანა და გაყიდვა აკრძალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

ალკოჰოლის მოხმარება ისლამის რელიგიური ნორმებით აკრძალულია, თუმცა, ის დიდ ქალაქებსა და რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების დასახლების ადგილებში იყიდებოდა.

საფრანგეთი, ლაჟვარდოვანი სანაპირო - Sputnik საქართველო
კანის პლაჟებზე მუსლიმ ქალებს ბურკინების ტარება აუკრძალეს

სააგენტოს ინფორმაციით, ალკოჰოლის აკრძალვა შაბათს განხილულ ერთ–ერთ კანონპროექტს მოულოდნელად დაამატეს. 

„დღეს მიღებულია კანონი და ამ კანონის მე–14 მუხლი კრძალავს ყველა სახის ალკოჰოლის იმპორტს, წარმოებასა და გაყიდვას“, – განუცხადა სააგენტოს ქრისტიანმა დეპუტატმა იონადამ კანამ და დასძინა, რომ კანონის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ათას აშშ დოლარამდე დაწესდა.

კანამ პირობა დადო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური და რელიგიური უმცირესობების უფლებების შემლახველია.

გადაწყვეტილების მომხრეები კი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ კანონი კონსტიტუციითაა ნაკარნახევი, რადგან კონსტიტუცია კრძალავს ისეთ ნორმებს, რომლებიც ისლამის წესებს ეწინააღდეგება.

ყველა ახალი ამბავი
0