დევდორაკი-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა

© Thomas Vaheმყინვარწვერი
მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. დევდორაკი-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, შვეიცარიულმა კომპანია „GEOTEST“–მა დაამონტაჟა. სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს. ასევე შეიქმნა  მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც  ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

ღვარცოფი - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე ღვარცოფი ჩამოწვა

შვეიცარიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად  სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს.

„სისტემის მიზანია,  მოახდინოს   ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა  საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ“, – აღნიშნულია  გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

 დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებას შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად  ადგილზე გაეცნო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 

სისტემის მიზანია,  მოახდინოს   ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა  საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0