საქართველოს სამხედრო გზაზე ღვარცოფი ჩამოწვა

გამოწერა
ღვარცოფის ჩამოწოლის დროს, გზის ამ მონაკვეთზე დროებითი შეზღუდვების გამო, ავტომობილები არ მოძრაობდნენ.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთზე, ამ მონაკვეთის მიმდებარე ამალი-დევდორაკის ხეობიდან გუშინ, საღამოს ღვარცოფული ნაკადები ჩამოვიდა, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სპეციალისტების განცხადებით, ამ დროისთვის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება არ არის.

„განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების გამოყვანა საშიშროების ზონიდან. ვიტყოდი, რომ თანხვედრით იმუშავეს სხვადასხვა უწყებებმა; გართულებები თავიდან იქნა აცილებული. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია“, — განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა.

საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბის აშენებას გეგმავენ

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ღვარცოფულ ნაკადს დროებითი გზა არ დაუზიანებია.

„სტიქიას გზა არ დაუზიანებია. იქ ამ დრომდე მოქმედებს შეზღუდვები 20:00 საათიდან. განგაშის სიგნალი იმ დროს ჩაირთო, როდესაც გზაზე მოძრაობა აკრძალული იყო“, — განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, შსს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ხეობაში მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

23 ივნისს ღვარცოფის ჩამოწოლის შედეგად, მდინარე თერგი ნაპირებიდან გადმოვიდა და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა(134-135 კმ). ამჟამად დროებითი გზა ფუნქციონირებს, რომელიც მხოლოდ დღის განმავლობაში არის ღია. ტრანსპორტის გადაადგილებისათვის გზა მხოლოდ 6 ივლისს გაიხსნა. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0