ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა

© Sputnik / Levan Avlabreliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველი, ხოლო მარნეულის საარჩევნო ოლქში – 1 ათას 436 ამომრჩველია რეგისტრრირებული.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულისა და ზუგდიდის რაიონების ოთხივე საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათისთვის დასრულდა. 

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით. 

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო:17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 42%-ს აღწევს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველი, ხოლო მარნეულის საარჩევნო ოლქში  – 1 ათას 436 ამომრჩველია რეგისტრრირებული. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის რაიონში ექვსი, ხოლო მარნეულის რაიონში – ათი კანდიდატიდან ირჩევდნენ. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

იმისთვის, რომ ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში კენჭისყრის მეორე ტური არ გახდეს საჭირო, საკმარისი არ არის მხოლოდ ხმათა უმრავლესობის მიღება. კანდიდატმა მთლიანად რაიონში უნდა მიიღოს ხმების 50%–ზე მეტი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73–ს – მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0