თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკის ტეხასის შტატში სკოლის ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, მათგან 16 – ბავშვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით.
ინციდენტი ქალაქ მედისონვილში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით შაბათს, 01:00 სთ) მოხდა.
ავტომობილი, რომელიც გზაზე მოულოდნელად გამოვიდა, დაეჯახა სკოლის ავტობუსს, რომელშიც მძღოლის გარდა, ექვსიდან 18 წლამდე ბავშვები იმყოფებოდნენ. ავტობუსი გზის მიღმა ორჯერ გადაბრუნდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.