ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 36-მა სამხედრო პირმა, რომლებიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი– Sputnik. სამხედრო ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 37 წარმომადგენელი გადაჰყავდა, კახეთში გადატრიალდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 36-მა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაემგზავრა.

ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი, საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0