თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის ორ ვერსიაზე მუშაობს

© facebook.com/mod.gov.geთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყარო–სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 37 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა, გადატრიალდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი სხეულის დაზიანება მიიღეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინიტრო ორ ვერსიაზე მუშაობს, განაცხადა ჟურნალისტებსთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო ავტოავარიაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყარო–სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 37 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა, გადატრიალდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი სხეულის დაზიანება მიიღეს.

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთი ვერსიაა — ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში, ვაზუსტებთ რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირების და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს სამინისტროში. ამ ორი მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო პროცესი,“ — განაცხადა ლევან იზორიამ. 

გარდაცვლილი რიგითი აკოპ მალხასიანი და დაშავებული სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზაზე მსახურობდნენ.

მალხასიანი შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2015 წლიდან მსახურობდა. თავდაცვის სამინისტრო რიგითის დაკრძალვის ყველა ხარჯს სრულად დაფარავს. 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლით „საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების  დარღვევა“, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0