სხირტლაძემ დანიის სუპერლიგაში პირველი ჰეთ–თრიკი გააფორმა

© FB / ФК "Силькеборг"დავით სხირტლაძე
დავით სხირტლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფორვარდმა დანიური კლუბის „სილკებორგის“ შემადგენლობაში გოლები 3,28 და 55–ე წუთებზე გაიტანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და დანიური კლუბის „სილკებორგის“ თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ ეროვნული პირველობის მე–14 ტურის მატჩში „ვიბორგის“ წინააღმდეგ ჰეთ–თრიკი გააფორმა. 

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო

ფორვარდმა თავი 3,28 და 55–ე წუთებზე გამოიჩინა, ხოლო მისმა გუნდმა გასვლით მატჩში 3:1 ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში სხირტლაძემ „სილკებორგის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დანიის ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის ქართველი თავდამსხმელი მე–2–მე–4 ადგილებს ინაწილებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სხირტლაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა, როდესაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ყველა ახალი ამბავი
0