საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო

© FB/ Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემდეგ მატჩს შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი  თბილისში 1:2 წააგო. სტუმრები თამაშის მე-16 წუთზე გავიდნენ წინ მაშ შემდეგ, რაც მარტინ ხინტერეგერმა საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთი თავური დარტყმით შეაგდო თბილისელთა კარში. პირველი ტაიმის ბოლოს, სტუმართა უპირატესობა კიდევ ერთ ბურთით გაზარდა მარკ იანკომ, რომელმაც ასევე თავით გაიტანა ბურთი. 

თამაშის მეორე ტაიმში,  მასპინძელთაგან ჯანო ანანიძემ შეძლო ანგარიშის შემცირება. დარჩენილ 12 წუთში ქართულ გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება ფრედ დაესრულებინა თამაში, თუმცა უშედეგოდ. 

შემდეგ შეხვედრას „F“ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს სტუმრად, ირლანდიაში გამართავს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0