საპარლამენტო არჩევნებში უკრაინაში მცხოვრებმა ქართველებმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს

© photo: Sputnik / Alex Filippov / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ოდესის ოლქში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

თბილისი, 22 ოქტომბერი– Sputnik. უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მხარი „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭირეს, რომელიც 8 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა.

უკრაინაში გახსნილ სამივე საარჩევნო უბანზე (ორი კიევში და ერთი — ოდესაში) 105 ადამიანმა ხმა მმართველ პარტიას მისცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 92-მა.  

ოდესაში საქართველოს მოქალაქეებმა, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირეს მხარი — 33 ხმა. „ქართულ ოცნებამ „მხოლო ორი ხმა აიღო, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში. 

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
განმეორებითი კენჭისყრა ამომრჩევლის მაღალი აქტივობის ფონზე ტარდება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიმართა. 48 ათასი ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 4 ათას 816-მა ადამიანმა მიიღო.

უცხოეთში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა —1862.  მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ – 1582 ხმა. მესამე ადგილზე ირაკლი ალასანიას „თავისუფალი-დემოკრატები“ გავიდნენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ვერ მოხვდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები ისეთ ქვეყნებში მოიგო, როგორიცაა აზერბაიჯანი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი, ყატარი და ჩეხეთი. ყველა დანარჩენ ქვეყანაში კი გამარჯვება „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0