რიგ უბნებზე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს სპიკერმა უბნებზე მყოფ დამკვირვებლებსა და პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, მოქალაქეებს კენჭისყრისას ხელი არ შეუშალონ.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. განმეორებითი არჩევნები ქვეყნის ორი რაიონის ოთხ საარჩევნო უბანში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

„ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საპარლამენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველია, ხოლო მარნეულის – 1 ათას 436.

პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.

მაჟორიტარ დეპუტატს საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის რაიონში ექვსი, ხოლო მარნეულის რაიონში – ათი კანდიდატიდან აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. გამეორებითი არჩევნები სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.


ყველა ახალი ამბავი
0