WJP: კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონში ლიდერია

© photo: Sputnik / Anna Yarovikovaთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნების რეიტინგების შედგენისას ისეთი მაჩვენებლების გათვალისწინება მოხდა, როგორიცაა კორუფციის არარსებობის დონე, მთავრობის ღიაობა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 34-ე ადგილზეა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველი ადგილი უკავია, ასეთია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” (WJP) შედეგი.

უზენაესობის მსოფლიო ინდექსი რვა საკონტროლო მაჩვენებელზე დაყრდნობით დგინდება, რომელთა შორისაა სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობის დონე, მთავრობის ღიაობა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.  

ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

რეიტინგის თანახმად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის და უკან ჩამოიტოვა ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, ბელარუსი, ალბანეთი, ყაზახეთი და სერბეთი.

საერთო რეიტინგში საქართველომ იტალიასა და საბერძნეთს გაუსწრო. ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. აშშ აღნიშნულ რეიტინგში მე-18 ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთი რეიტინგში 36-ე ადგილზეა, რუსეთი კი 92-ე ადგილზე. აზერბაიჯანი და სომხეთი კვლევაში საერთოდ ვერ მოხვდნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0