საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტად რესპუბლიკელები აქტიურობდნენ

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი პარლამენტის შეკრებამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ოთხი წლის მუშაობა შეისწავლა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტში ყველაზე აქტიური მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები იყვნენ, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშში.

2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში მმართველი პარტიის მაჟორიტარებმა ყველაზე მეტი — 103 კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, რესპუბლიკელებმა — 79 კანონპროექტის.

თუმცა, ყველაზე აქტიური მაჟორიტარი დეპუტატი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დავით ონოფრიშვილი იყო.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტურისათვის ცესკო 6 მილიონ ლარს ითხოვს

ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე (33 კანონპროექტი), „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია (22), „მრეწველების“ წარმომადგენელი გიორგი კახიანი (20) და „რესპუბლიკელი“ ნოდარ ებანოიძე (18).

მთლიანობაში, მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 331 კანონპროექტი იყო ინიცირებული.

73 მაჟორიტარი დეპუტატიდან კანონპროექტების ინიცირებაში 36 დეპუტატი მონაწილეობდა.

ამა თუ იმ არასაპატიო მიზეზის გამო მაჟორიტარმა დეპუტატებმა 378 სხდომა გააცდინეს. გამცდენ დეპუტატთა ხუთეულში არიან მარიკა ვერულაშვილი (19), კახა ბუცხრიკიძე (18), ლევან ქარდავა (15), დავით ბეჟუაშვილი (14) და როლანდ ახალაია (13).

ყველაზე გულმოდგინე 11 მაჟორიტარი დეპუტატი აღმოჩნდა, რომლებსაც არასაპატიო მიზეზის გამო სხდომა არასდროს გაუცდენიათ. მათ შორის არიან „რესპუბლიკელი“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე, „ოცნების“ წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0