საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონვენციო და საგამოფენო ბიურო საქართველოს კორპორატიული და პროფესიული ტურისტული ტურების ორგანიზებაში დაეხმარება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს საქმიანი ტურიზმის ცენტრი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციაზე. 

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა

ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ბიუროს კიდევ ერთი ფუნქციაა საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. 

საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია და საქართველოს გადაქცევა ოთხსეზონიან ტურისტულ ქვეყნად, განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოქმედებების გეგმა, წევრობის კატეგორიები, შესაძლო თანამშრომლობის გზები და მიღწეული შედეგები. 

თბილისი
თბილისი  - Sputnik საქართველო
თბილისი

პრეზენტაციას ესწრებოდნენ განთავსების ობიექტების, ტურისტული და ავიაკომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტურიზმის ახალი სახეობა „MICE-ტურიზმი“ ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. „MICE-ტურიზმი“, ძირითადად, კარგად დაგეგმილ და წინასწარ დეტალურად გაწერილ ღონისძიებას წარმოადგენს რაიმე თემის გარშემო, როგორიცაა ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა. 

Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის ფარგლებში გაიმართა CAUCASUS MICE 2016-ის საქმიანი ტურიზმის მეხუთე საერთაშორისო გამოფენა, შეხვედრები და კონფერენციები. 


ყველა ახალი ამბავი
0