საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა

© FB / Мэрия Тбилисиაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდის მიზანია ტურიზმის სფეროს განვითარება საქართველოს იმ რეგიონებში სადაც აქამდე ტურიზმი ნაკლებ აქტუალური იყო.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაცია შედგა, რომლის მიზანიატურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. 

ტურიზმის განვითარების ფონდი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა "საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა" დააფუძნა, რომელმაც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების, 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

“ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ისაა რაც სჭირდება ქვეყანას დღეს და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი,” — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ფონდის პრეზენტაციაზე. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდის მასშტაბურობასა და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის მხრიდან. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტზეც ისაუბრა.

ტურისტები სათაფლიასთან - Sputnik საქართველო
სექტემბერში საქართველოში 120 ათასამდე რუსი ტურისტი ჩამოვიდა

“თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი,” — აღნიშნა პრემიერმა.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ დაფუძნებულ ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. ფონდის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრენინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში.


ყველა ახალი ამბავი
0