სექტემბერში საქართველოში 120 ათასამდე რუსი ტურისტი ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები სათაფლიასთან
ტურისტები სათაფლიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის სექტემბერში საქართველოს 119 096 რუსეთის მოქალაქე ესტუმრა, რაც 31,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რუსეთი მესამე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც სექტემბერში ეწვივნენ საქართველოს. შემოდგომის პირველ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან — 130851, ოდნავ ნაკლები სომხეთიდან — 130815, მეოთხე ადგილზეა თურქეთი — 108372, ხოლო მეხუთეზეა ირანი — 28926 ადამიანი. 

სექტემბერში საქართველოში სულ 631302 უცხოელი ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათგან 304814 ტურისტია, რაც 34,2%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. 

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში კიდევ მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა

პირველი 9 თვის მანძილზე საქართველოში 2 156 731 ტურისტი ჩამოვიდა, რაც 19,5%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

„მოხარული ვართ, რომ გამართლდა ჩვენი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელი როგორც ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების რაოდენობით რეკორდული იქნება. მხოლოდ სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 34,2%-ით გაიზარდა“, — თქვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 101 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, აღნიშნა ჩოგოვაძემ.

მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ონლაინ–კამპანია ჩაატარა მსოფლიოს 16 ქვეყანაში. 

საქართველომ მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში, ხოლო საქართველოს 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი ესტუმრა. 

ყველა ახალი ამბავი
0