„ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ - ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი

გამოწერა
ფოტონამუშევრებში ასახული უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ცხოვრება, მათი ყოფა და ტრადიციები. თითოეულ კონკურსანტს სამი ფოტოს წარდგენის შესაძლებლობა აქვს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ფოტოკონკურსზე „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ მონაწილეობისთვის ფოტოების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. ფოტოკონკურსი ტოლერანტობის საერთაშორიოს დღეს ეძღვნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება. 

კატალოგი მრავალეროვანი საქართველო - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლემ აფიშების კატალოგი „მრავალეროვანი საქართველო“ გამოსცა

ფოტოკონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მთავარი პირობაა, რომ ფოტონამუშევრები უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას.

თითოეულ კონკურსანტს 3 ფოტოს გაგზავნა შეუძლია. ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.

ერთი გამარჯვებული Facebook-ზე ყველაზე მეტი მოწონებების მიხედვით გამოვლინდება, ხოლო ორს კომპეტენტური ჟიური დაასახელებს.

პროექტის ფარგლებში 12 საუკეთესო ფოტონამუშევრის გამოფენა გაიმართება.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე press@smr.gov.ge

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1996 წელს წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა შესთავაზა.

რომ ტოლერანტობა არის „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგება“.


ყველა ახალი ამბავი
0