ზურაბ ტყემალაძემ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა

© FB / "Промышленники" ზურაბ ტყემალაძე
ზურაბ ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ყრილობა მომავალ კვირას გაიმართება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ასპარეზს ახალგაზრდა თაობას უთმობს.

უფრო ადრე პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ეს არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. „თავისუფალი დემოკრატები“ და „მრეწველები“ რამდენიმე წლის წინ მმართველ კოალიციაში შედიოდნენ.

„მე აქტიური პოლიტიკიდან მივდივარ და ასპარეზს ახალ თაობას ვუთმობ. მომავალ თვეს გაიმართება ყრილობა და კონკრეტულად იქ გადაწყდება ყველაფერი. ჩვენი პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს ახალი ძალებით და ახალგაზრდებით, რისი რესურსიც აუცილებლად გამოიძებნება“, — განაცხადა ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ირაკლი ალასანიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ტყემალაძემ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 1999 წელს დააარსა და მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1999-2004 და 2004-2008 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2005 წელს ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2012 წლიდან მერვე მოწვევის პარლამენტში მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

„მრეწველები“ მმართველი კოალიციიდან მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვიდნენ და ჩამოაყალიბეს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.

საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, ბლოკმა ხმათა 1% მიიღო, პარლამენტში მოსახვედრად კი მინიმუმ 5%-ია საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0