ირაკლი ალასანიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

© FB/Ираклий Аласанияირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მისი პარტიის არჩევნებზე წაგების შემდეგ, აცხადებს რომ ქვეყნისათვის უფრო სასარგებლო საქმით დაკავდება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი და ჯერ კიდევ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია აცხადებს რომ, უახლოესი წლების განმავლობაში არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას. 

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ალასანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. 

„მინდა, ვაკეთო ისეთი რამ, რაც გამზრდის. ისეთი საქმე, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება. მინდა, მდიდარი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ურთიერთობებს საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოტივირებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო, რომელიც აქამდე არ მიკეთებია,“ — განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში. 

მან კატეგორიულად გამორიცხა მუშაობა სახელმწიფო თანამდებობაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
„თავისუფალი დემოკრატები“ თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა

"მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე, განვვითარდე. მე შემიძლია უფრო მეტად გამოვადგე ადამიანებს, მეტი სიკეთის კეთება შემიძლია და არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. ვიმეორებ, სახელმწიფო სამსახურში ჩემი თავი გამორიცხულია, თუმცა, მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა“, — განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0