საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, პრემიერთან ერთად კონსტიტუცია გადაწეროს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური გეგმავს სპეციალური ჯგუფის შექმნას, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებებს შეიტანს. პრეზიდენტი მზადაა, ამ ინიციატივას შეუერთდეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეიქმნას.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერების კრიტიკის შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მიღებას ეხება, განაცხადა, რომ აუცილებელია სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლაზე იმუშავებს. მისი განცხადებით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლების უზურპაცია ვერ შეძლოს.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად, მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს“, — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი საუბარს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე სპეკულაციად მიიჩნევს

სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის, მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, აღნიშნა აბაშიშვილმა.

„მზად ვართ, დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე“, — განაცხადა აბაშიშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უფრო ადრე საქართველოს პროდასავლურ პარტიებს თხოვნით მიმართეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს.

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას სწორად გამოიყენებს

პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ საუბრებს არაჯანსაღი სპეკულაცია უწოდა და დასძინა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო დაპირებებისთვის სჭირდება.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად მმართველმა პარტიამ 50 ერთმანდატიანი ოლქიდან სულ ცოტა, 46 —ში უნდა მოიგოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ — 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6.

ყველა ახალი ამბავი
0