დეპუტატი: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას სწორად გამოიყენებს

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, არჩევნების მეორე ტურში 46 ოლქში უნდა გაიმარჯვოს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებს, მიაჩნია „უმრავლესობის“ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ერთმანდატიან ოლქში გაიმართება. იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს, კიდევ 46 ხმა სჭირდება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა – ეს კარგია და რაიმე საფრთხეს არ შეიცავს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული. მმართველი პარტია არ წარმოადგენს აგრესიულ პოლიტიკურ ძალას“, — განაცხადა ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე.

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური: კონკურენტების იმედები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%.

რაც შეეხება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს, სადაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი კანდიდატები იყრიდნენ კენჭს, 73 ოლქიდან 50-ში მეორე ტური გაიმართება.

ასე რომ, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – 6 ადგილი.

უბრალო საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის, „ქართულ ოცნებას“ 9 მანდატი აკლია, მთავარ ოპოზიციურ ძალას კი 49.

ყველა ახალი ამბავი
0