თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. უკვე მეორე დღეა საქართველოს სამხედრო გზაზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნავენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოები ამ უბანზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე.
კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 18–72 კმ მონაკვეთზე, ხოლო აღნიშნული გზის 1–17 კმ მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმნის 52-90 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის 1-49 და 91-102.2 კმ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია აუცილებელი ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, აღნიშნავენ დეპარტამენტში.