ზემო ლარსის ტერიტორიაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება

გამოწერა
ზაფხულში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი აშენდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზაზე, მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელი  შენდება, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

საევაკუაციო კორიდორი სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო დერეფანი ააშენეს

ხიდი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 125-ე კმ-ზე მდებარეობს. ალტერნატიული ხიდის მშენებლობა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან არსებული ხიდი დაზიანდა.

პროექტით გათვალსიწინებულია 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 680 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამჟამად დროებითი გზა სპეციალურ რეჟიმში მოქმედებს. ტრანსპორტის გადაადგილებისათვის გზა მხოლოდ 6 ივლისს გაიხსნა. 

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე. გარდა ამისა, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აკრძალულია გაჩერება, ინტენსიური ნალექის შემთხვევაში მოძრაობა ისევ აიკრძლება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0