ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი დასტაბილურდება

გამოწერა
მთავრობა იმედოვნებს, რომ ლარის კურსი უახლოეს ხანებში გამყარებას დაიწყებს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს სამშაბათს. 

ქართული ლარი - Sputnik საქართველო
ახალი დიზაინის 100 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ნოემბერში გამოვა

ბოლო 20 დღის განმავლობაში ლარის კურსმა დაცემა დაიწყო და 26 სექტემბრიდან 2,7%-ით დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 19 ოქტომბრიდან 2,3586₾/1$ ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,069 ლარით გაიზარდა. ხადურის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ კურსის ცვლილება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყო გამოწვეული. 

„როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“, — თქვა ხადურმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0