თბილისსა და აშხაბადს შორის ავიაგადაზიდვები განხორციელდება

გამოწერა
თბილისიდან აშხაბადში ფრენა კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ავიაკომპანია „თურქმენული ავიხაზები“ ორი ნოემბრიდან აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანიამ უკვე მიიღო საქართველოს  ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნებართვა ფრენებზე.

Airbus A330 - Sputnik საქართველო
საქართველო და თურქმენეთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ

რეგულარული რეისები  საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის განხორციელდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას Boeing-737 და Boeing-757-ის ტიპის თვითმფრინავებზე. 

ამ დროისათვის თურქმენეთსა და საქართველოს შორის ავიაგადაზიდვები არ ხორციელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0