ომბუდსმენი: ტრანსგენდერზე ანგარიშსწორება თბილისში ჰომოფობიაზე მიანიშნებს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
32 წლის ტრანსგენდერს რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაადგინონ თბილისში, ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის რეალური მიზეზი, ვინაიდან შესაძლებლად მიიჩნევს რომ დანაშაული სიძულვილის და ჰომოფობიის ნიადაგზეა ჩადენილი. 

პარასკევს, უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს და დაჭრეს 32 წლის ტრანსგენდერი. ინციდენტი ორთაჭალაში მოხდა, ავტოვაგზლის გვერდით, სადაც იქნა ნაპოვნი დანაშაულის იარაღი — დანა. 

გამოძიება წინასწარ განზრახვით მკვლელობის მცდელობის  მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებულ მკვლელობაზე საუბრობენ.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერის ცემის ადგილზე დანა იპოვეს
 

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ», — ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.

დაშავებული ტრანსგენდერი ამ დროისათვის მძიმე მდგომარეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 


ყველა ახალი ამბავი
0