სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს

გამოწერა
მიმალვაში მყოფმა მსჯავრდებულმა თბილისში ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია დააყაჩაღა.

თბილისი, 16 ოქტომბერი— Sputnik. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელებმა 1980 წელს დაბადებული ო.ვ. დააკავეს, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ერთი თვის გაიქცა, ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. მასთან ერთად დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე.

ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა.  იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა,მეორე დღეს კი მასზე ძებნა გამოცხადდა.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოში სასამართლო დარბაზიდან გაქცეულს ეძებენ

სამართალდამცველებმა ოვ.-სა და ლ.ე.-ს დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.

ძებნილ მსჯავრდებულ ო.ვ.-ს ბრალი წარედგინა მუხლით "დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა", რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან რვა წლამდე გულისხმობს. გარდა ამისა,  ოვ.-სა და ლ.ე.-ს  ასევე ბრალი წარედგინათ მუხლით "სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა", რისთვისაც მათ ემუქრებათ 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0