თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა ჩამოვარდა. იტყობინება ქართული ტელეკომპანია „იმედი“.
ინციდენტი გუშინ დღის განმავლობაში მოხდა. მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში ფეხების და ხერხემლის მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. გასულ საღამოს დაშავებულს ოთხი საათის განმავლობაში უკეთებდნენ ოპერაციას. ის უკვე გონზე მოვიდა.
„ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — თქვა ექიმმა მარინა ფირცხალავამ კვირას.
ექიმები იმედოვნებენ რომ დაზარალებულს დამატებითი ოპერაცია არ დასჭირდება.