თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხი NBC ირწმუნება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), აშშ-ის ადმინისტრაციის განკარგულებით, კიბერშეტევას ამზადებს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ „შურისძიების“ მიზნით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამერიკული დაზვერვის ინმფორმირებული წყაროს ცნობით, FBI-მ მოკლე ხანში უნდა წარუდგინის თეთრ სახლს მოქმედების გეგმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FBI-მ უკვე დაიწყო „სამიზნეების შერჩევა და სამზადისი“. წყარო არ გამორიცხავს, რომ FBI-ს ხელთ ჰქონდეს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი უამრავი დოკუმენტი.
NBC-ის ცნობით, ამერიკული კიბერშეტევა იქნება „შურისძიება“ იმის გამო, რომ თითქოს რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაში ჩაერია.
შეგახსენებთ: დაახლოებით ერთი კვირის წინ აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტრომ და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა გაავრცელეს განცხადება და ბრალი დასდეს რუსეთს, რომ ის მიზანმიმართულად ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში კიბერშეტევების გზით.ამ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და ბრალდებას „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა.