საქართველოს შსს: ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ახდენს

გამოწერა
სამინისტრომ კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებზე, რომელთა განცხადებით, ბრალდებულების დაკავება ხელისუფლების მიერ მათ მომხრეებზე ზეწოლას უკავშირდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ექვსი ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერების განცხადებები სამართალდამცველების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შსს - Sputnik საქართველო
არეულობა არჩევნების დღეს: დაკავებულია კიდევ ექვსი ადამიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ექვსი ადამიანის დაკავების ფაქტი მათი მომხრეების მიმართ ხელისუფლების ზეწოლას დაუკავშირეს. ინციდენტი ყიზილაჯლოში საპარლამენტო არჩევნების დღეს — 8 ოქტომბერს მოხდა.

„კატეგორიულად უარვყოფთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან პოლიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ სამართალდამცველთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბრალდებულების დაკავება კანონის სრული დაცვითა და მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც ექვს ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მარნეულის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა ადვოკატებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბრალდებულები გამომძიებლებმა სცემეს.

შსს-ს უყურადღებოდ არც ეს განცხადება დაუტოვებია.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური განცხადებებისგან“, — აღნიშნეს სამინისტროში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მანამდე სამინისტრომ მომხდარის დეტალები გამოაქვეყნა. შსს-ს ვერსიით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები კენჭისყრის დროს №48 საარჩევნო უბანზე შეჭრასა და ბიულეტენების ურნის გატაცებას შეეცადნენ. მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. ამის შემდეგ ამ პარტიების მომხრეებმა აგრესიულად დაიწყეს მოქმედება და პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

დარბევის შედეგად დაშავდა ხუთი პოლიციელი, მათ შორის — ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რომელიც თბილისში საავადმყოფოში მოათავსეს და ოპერაცია ჩაუტარეს.

არჩევნების შედეგებს ამ უბანზე, დიდი ალბათობით, ცესკო ბათილად სცნობს და განმეორებით არჩევნებს დანიშნავს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოებს 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების შეზღუდვას 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0