საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
59 წლის დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

თბილისი, 12 ოქტომბერი  – Sputnik. პოლიციამ საპარლამენტო არჩევნების დღეს სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე ზუგდიდის მკვიდრი 59 წლის კ.ტ. დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნების დღეს №108 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს რამდენიმე ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც დაამტვრიეს საარჩევნო ურნა, ჩაამტვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი.

დაკავებულს ბრალად ედება „საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა“ (სსს კოდექსის 163-ე მუხლი), რაც ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
არჩევნების დღეს დარბევაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა დაიწყო.

„დაკავებულს წარმოდგენა არა აქვს, თუ რისთვის დააკავეს. მას არაფერი ჩაუდენია… ჩემი დაცვის ქვეყ მყოფის ინტერესების დასაცავად აუცილებელია გამომძიებელს შევხვდე, ამის გაკეთებას კი ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რადგან განყოფილებაში მეუბნებიან, რომ გამომძიებელს სახლში სძინავს. ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს“, — განაცხადა ადვოკატმა როლანდ შონიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

№108 საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი გია მხეიძეა დაკავებული. მას დამატებით ბრალად ედება იმავე სოფელში არსებული №79 საარჩევნო უბნის დარბევა. სასამართლომ მხეიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ არჩევნებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა

მომხდარ ფაქტებში პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტები დაადანაშაულა.

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0