რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთთან ურთიერთობების ჯგუფი შეიქმნება

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვის მონაწილეებმა უახლოეს პერსპექტივაში რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა იგორ მოროზოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება რუსეთის პარლამენტთან თანამშრომლობის მიზნით. 

ამ განცხადებით მოროზოვი ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვის დროს გამოვიდა. თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ვიდეოხიდი გაიმართა თემაზე „რუსულ-ქართული ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე და მისი პერსპექტივები“. თბილისში ვიდეოხიდში მონაწილეობდნენ პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

„ვისურვებდით, რომ საქართველოს პარლამენტში, იმ დროს, როცა არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, შეიქმნას რუსეთის პარლამენტთან ურთიერთქმედების ჯგუფი. მაშინ ჩვენ შევძლებდით ურთიერთშეხების პირველი წერტილების მონიშვნას, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების საგზაო რუკის შექმნას. ვფიქრობ, ეს ჩვენს ხალხებს უნდათ“, — განაცხადა იგორ მოროზოვმა.

მოროზოვს ეთანხმება „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. მისი განცხადებით, მოსკოვთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მაგალითის სახით მოიყვანა რუსეთის, როგორც სამხრეთ კავკასიაში იმ ქვეყნის ფაქტორი, რომელსაც ამ რეგიონში სტაბილურობა მოაქვს.

„საქართველოსა და რუსეთს სხვა გზა არა აქვთ. საქართველო და რუსეთი ბუნებრივი მოკავშირეები არიან და აუცილებელია ამ ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე განვითარება ძალიან გაუჭირდება. ეს ძალიან მსუბუქად არის ნათქვამი. რუსეთი კავკასიაში სტაბილურობის ერთადერთი ფაქტორია… საქართველოს რუსეთთან კავშირის გარეშე თავისი ეკონომიკის, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია“, — განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

© Sputnik / Levan Avlabreliსანდრო ბრეგაძე და ჯონდი ბაღათურია
სანდრო ბრეგაძე და ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
სანდრო ბრეგაძე და ჯონდი ბაღათურია

რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძეს, მან რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ეს შეხვედრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუმცა ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ეს დიალოგი სტაგნაციაშია და რუსეთთან ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლაა საჭირო.

„საქართველოში ძალიან ცოტა დარჩა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე განვითარება შეუძლია, და ეს ყველას ესმის, მაგრამ აქამდე რომ მისულიყვნენ, ჩვენს პოლიტიკოსებს დიდი დრო დასჭირდათ. ივანიშვილმა და ღარიბაშვილის (საქართველოს ექს-პრემიერი – რედ.) მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის რაღაც გააკეთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ფორმატი კარასინი-აბაშიძე სტაგნაციაშია“, — აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

ნინო ბურჯნაძე - Sputnik საქართველო
არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ბურჯანაძე ხალხს რუსეთთან ვიზების გაუქმებას პირდება

ვიდეოხიდში მოსკოვის მხრიდან იგორ მოროზოვის გარდა მონაწილეობდნენ კულტურის სფეროს მოღვაწეებიც — ტრეტიაკოვის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ვიქტორ ბეხტიევი და ხელოვნებათმცოდნე, ტრეტიაკოვის გალერეის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ელენა ბეხტიევა. ისინი ორი ქვეყნისა და ხალხების ტრადიციულ კულტურულ ურთიერთკავშირებს შეეხნენ.

„არის კეთილმეზობლური ურთიერთობები ქვეყნებს შორის, არის ცნება „ხალხთა შორის მეგობრობა“, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელია კონკრეტული ადამიანების პირადი კონტაქტების გარეშე. პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების ჩარევის გარეშე ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ კლიმატი ჩვენი ჰუმანიტარული თანამშრომლობის, კულტურული დიალოგის სფეროში“, — განაცხადა ბეხტიევამ.

2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საპასუხოდ საქართველომ გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. ამჟამად რუსეთ-საქართველოოს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში მიმდინარე აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, იქ წყდება ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0